შემოგვიერთდით

სერვისები

სერვისები

ბაღების გაშენება

ხეხილის ბაღის სწორად გაშენება მომავალი წარმატების მნიშვნელოვანი ფაქტორია. გასათვალისწინებელია ისიც, რომ თუ ბაღი არასწორადაა გაშენებული, წესების დაცვის გარეშე, სავალალო შედეგი მფლობელს რამდენიმე წელიწადში დაუდგება. ეს კი თავისთავად გულისხმობს არა მხოლოდ გაწეული ხარჯების წყალში გადაყრას, არამედ დროის დაკარგვასაც. აგრო სოლუშენსი გთავაზობთ ბაღის გაშენების სერვისს, მიწის დამუშავებიდან ნერგის დარგვამდე. ჩვენი კომპანია გაგიშენებთ ბაღს, თქვენს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, სფეროს ექსპერტების ზედამხედველობის ქვეშ.